იასუჰირო კოჯიმა ・ ქართული ენის მთარგმნელი   ~ 30 წლიანი კავშირი საქართველოსთან, მინდა გავაცნო ქართულ კულტურას ნათარგმნი ნაწარმოებების საშუალებით ~

【პროფილი】იასუჰირო კოჯიმა თბილისში ცხოვრობს. დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი ლინგვისტიკის მიმართულებით.მუშაობდა იაპონიის მეცნიერების ხელშეწყობის საზოგადოების სპეციალური მკვლევარად, ასევე ტოკიოს უცხოური კვლევების უნივერსიტეტის აზიური და აფრიკული ენების და კულტურის ინსტიტუტის სპეციალურ მკვლევრად და იაპონიის საელჩოს სპეციალისტ მკვლევრად საქართველოში.ამჟამად ქართული ფილმების კინოფესტივალზე მუშაობს ფილმების თარგმნასა და სუბტიტრებზე.

―― რა იყო პირველი რამ, რამაც გამოიწვია დაინტერესება საქართველოს მიმართ?

იასუჰირო კოჯიმა სან:
დავინტერესდი საქართველოსა და ქართული ენით უნივერსიტეტის მესამე კურსზე.

ტოკიოს უნივერსიტეტში პირველ და მეორე წელს გავდიოდით საბაზისო კურსებს, ხოლო მესამე წელს უნდა შეგვერჩია სპეციალიზაცია. წინასწარი ინტერესიდან გამომდინარე, ენათმეცნიერების ფაკულტეტზე გადავინაცვლე და სხვადასხვა კურსების გავლისას გავეცანი კავკასიურ ენებსა და ქართულს.

გარდა ამისა, ჩეხი ენათმეცნიერის, ეიჩი ჩინოს ესეებში ხშირად იყო საუბარი ქართულ ენაზე. სწორედ ეს გარემოებები აღვიძებდა ჩემს ინტერესს.

―― ესე იგი უკვე უნივერსიტეტის მესამე კურსიდან გქონდათ ინტერესი ამ მიმართულებით.

იასუჰირო კოჯიმა სან:
უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ვაპირებდი სადიპლომო ნაშრომის დაწერას და გადავწყვიტე ქართული მესწავლა, ამიტომ მეოთხე კურსის საგაზაფხულო არდადეგებზე ყოველდღე ვსწავლობდი ჰოვარდ არონსონის წიგნებით.

რაც უფრო მეტ ცოდნას ვიღებდი, მით უფრო მინდოდა ქართულის უკეთ დაუფლება და ამ ენის ღრმად შესწავლა. ამიტომ დავიწყე ძიება, ცხოვრობდნენ თუ არა ქართველები ტოკიოს შემოგარენში.

მერე გავიგე რომ კანაგავას პრეფექტურაში, ჰირაცუკაში ცხოვრობდა ქართველი ოჯახი.

ეს იყო მამა, დედა, უფროსი ქალიშვილი, შუათანა ქალიშვილი და ვაჟი. მამა ფიზიკის ინჟინერი იყო და მუშაობდა იაპონიაში ერთერთი იაპონური კომპანიის ლაბორატორიაში. 1997 წელს გავიცანი ეს ოჯახი და კვირაში ერთხელ დავიწყე მათთან შეხვედრა და ურთიერთობა. დღემდე ვგრძნობ კავშირს ამ ოჯახთან.

―― უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ისწავლიდით ქართულ ენა და გქონდათ კონტაქტი ქართველ ოჯახთან, შემდეგ კი გააგრძელეთ სწავლა მაგისტრატურის საფეხურზეც.

კოჯიმა იასუჰირო სან:
ჩემი საბაკალავრო ნაშრომი ქართული ენის გრამატიკის შესახებ იყო, სწავლა უნივერსიტეტში 1998 წლის მარტში დავასრულე. აპრილში კი ჩავაბარე მაგისტრატურაზე, რადგან მსურდა ქართული ენის კვლევის გაგრძელება. დავიწყე ფიქრი და დამებადა მტკიცე სურვილი იმისა, რომ – აუცილებლად უნდა წავსულიყავი საქართველოში.

სხვადასხვა წყაროდან მოვიძიე ინფორმაცია და გავიგე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართებოდა ერთთვიანი საზაფხულო სკოლა. გავაგზავნე განაცხადი და ჩავერთე პროგრამაში. პროგრამა საინტერესოდ იყო აგებული – გარდა ქართული ენისა, ისწავლებოდა საქართველოს ისტორია და კულტურაც. გარდა ამისა, კვირა დღეებში ეწყობოდა ექსკურსიები, რაც ძალიან საინტერესო იყო.

„ნიუ ექსპრესი+ ქართული
ავტორი : იასუჰირო კოჯიმა
გამომცემლობა : ჰაკუსუიშა”

―― ვფიქრობ, რომ ქართულის ენის დაუფლებამდე სხვა ენებსაც სწავლობდით. რა იყო ის განსაკუთრებული მიმზიდველობა, რაც ქართულ ენას თქვენთვის ჰქონდა, სხვა ენებთან შედარებით?

იასუჰირო კოჯიმა სან:
უნივერსიტეტში ენათმეცნიერების შესწავლისა დროს, გავეცანი ერგატიული ენების კონცეფციას და გამაოცა, რომ არსებობდა ამგვარი სრულიად განსხვავებული ხედვა საგნების დანახვისას. გამიჩნდა სურვილი, უფრო ღრმად შემესწავლა და განმეცადა, თუ რა შეგრძნებებს იწვევდა ერგატიული ენა.

თავდაპირველად მქონდა ინტერესი რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ და ვსწავლობდი რუსულს. სწორედ ამის შემდეგ გამიჩნდა დაინტერესება ქართული ენისადმი.

―― როგორი იყო თქვენი ოჯახის რეაქცია, როცა საქართველოში წასვლა გადაწყვიტეთ?

იასუჰირო კოჯიმა სან:
ვფიქრობ , რომ მშობლები შეშფოთებულები იყვნენ, მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო უბრალოდ მოგზაურობა, არამედ ეს იყო უნივერსიტეტის საზაფხულო სასწავლო პროგრამა. დღესდღეობით საქართველო უკვე ცნობილია, მაგრამ იმ დროს, როცა მას “გრუზიას” ეძახდნენ, არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი. ვფიქრობდი, რომ იქ ცხოვრება საკმაოდ რთული იქნებოდა, რომ ეს იქნებოდა “ბრძოლა გადარჩენისათვის” და ამიტომაც გადავიპარსე თავი.

საქართველოში ზაფხულში უნდა წავსულიყავი და არც ვიცოდი, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი შხაპის მიღება. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ იქ ძალიან ცხელა. იმ პერიოდში უნივერსიტეტის საცხოვრებელში იყო შხაპი, მაგრამ არ იყო ცხელი წყალი. ხშირად ითიშებოდა გაზი და დენი.

―― ვფიქრობ, იმ დროისთვის საქართველოში არსებული გარემო-პირობები საკმაოდ განსხვავდებოდა დღევანდელისგან. უცხოელთა რაოდენობაც ნაკლები იქნებოდა. როდესაც თქვენ ქართულად საუბრობდით, როგორი იყო ადგილობრივების რეაქცია?

იასუჰირო კოჯიმა სან:
ძალიან საინტერესო იყო. იმ დროისთვის უცხოელიც იშვიათობას წარმოადგენდა. განსაკუთრებით აზიელები იყვნენ ცოტანი, და როდესაც ქუჩაში დავდიოდი, ხშირად ვგრძნობდი ადგილობრივთა მზერას. მაღაზიაში რომ შევიდოდი და ქართულად ვთხოვდი რაიმეს, გაოცებულები რჩებოდნენ და მეკითხებოდნენ: “როდიდან ხარ საქართველოში?”, “საიდან იცი ქართული?”, “საიდან ხარ?” და ა.შ. ხშირად მისვადნენ კითხვებს.

დღევანდელ დროში უკვე შეეჩვივნენ უცხოელებს, რომლებიც ქართულად საუბრობენ, მაგრამ იმ დროს კი სიამოვნებდათ ჩემი “გამარჯობა” და ამას საინტერესოდ თვლიდნენ.

“იაპონური/ქართული ლექსიკონი”
ავტორები : იასუჰირო კოჯიმა და მედეა გოტილიძე კოჯიმა
გამომცემელი: თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პრესა

―― ერთთვიანი საზაფხულო სკოლის შემდეგ დაბრუნდით იაპონიაში და დაახლოებით 1.5 წლის განმავლობაში აგრძელებდით ქართული ენის კვლევას მაგისტრატურაზე, არა?

იასუჰირო კოჯიმა სან:
მაგისტრატურის 2-წლიანი პროგრამა დავამთავრე 2000 წლის მარტში. შემდეგ კიდევ ერთი თვით ჩავედი საზაფხულო პროგრამაზე საქართველოში, მაგრამ გადავწყვიტე, რომ გრძელვადიანი სწავლა მჭირდებოდა ქართულის სრულყოფილად დასაუფლებლად.

იმ დროისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰქონდა “აზიის ქვეყნებითვის გაგაცვლითი სტუდენტების პროგრამა”, და მე გავაკეთე განაცხადი. გავხდი პროგრამის სტუდენტი და კვლავ წავედი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2000 წლის სექტემბრიდან 2 წლის განმავლობაში.

―― ახლა უკვე გრძელვადიანი სასწავლო ვიზიტისთვის ემზადებოდით საქართველოში. იყო თუ არა ეს მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის ნაწილი?

იასუჰირო კოჯიმა სან:
არა, ეს არ იყო მაგისტრატურის პროგრამის ნაწილი. იმ დროისთვის უცხოელი სტუდენტები, ვინც სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ძალიან იშვიათი იყო. იყვნენ თურქები და შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს საზღვართან მცხოვრები ლაზები, რომლებიც სწავლობდნენ ქართულს უნივერსიტეტში, რადგან ლაზური და ქართული ენები ახლოს არიან ერთმანეთთან.

მე ვიყავი “სტუმარი სტუდენტი” და ვსწავლობდი ენათმეცნიერებას. გარდა ქართული ენისა, ასევე სვანური, მეგრული, ძველი ქართული და ჩეჩნური ენების ლექციებსაც ვესწრებოდი.

2 წლიანი სწავლის შემდეგ, 2002 წლის სექტემბერში ცოლად შევირთე ქართველი ქალბატონი და დავბრუნდი იაპონიაში.

―― საზღვარგარეთ სწავლის შემდეგ რას საქმიანობდით, როცა იაპონიაში დაბრუნდით?

იასუჰირო კოჯიმა სან:
იაპონიაში დაბრუნების შემდეგ ტოკიოს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე გავაგრძელე კვლევა ქართულ ენის შესახებ.

ასევე მინდოდა გადამეთარგმნა და გამომექვეყნებინა ნოდარ დუმბაძის “მე, ბებია, ირიკო და ილარიონი”, რომელიც წაკითხული მქონდა საზღვარგარეთ სწავლის დროს.

2004 წლიდან დავიწყე ქართული ენის კურსები  ასაჰის კულტურის ცენტრში.
იმ დროისათვის 6-7 ადამიანი იყო დაინტერესებული . პირველ საცდელ კურსზე 20-მდე ადამიანი მოვიდა. კურსის ტექსტებზე მე ვიმუშავე, ქართულ ენას კი ჩემი მეუღლე მედეა ასწავლიდა.

`მე, ბებია, ილიკო და ილარიონი.
ავტორი : ნოდალ დუმბაზე
მთარგმნელი : იასუჰირო კოჯიმა
გამომცემლობა : მიჩიტანი

―― როგორც ვიცი, თქვენი მეუღლე ქალბატონი მედეა ასწავლიდა ქართულს.

იასუჰირო კოჯიმა სან:
ჩემმა მეუღლემ, მედეამ, დაამთავრა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზია-აფრიკის ინსტიტუტის იაპონური ენის ფაკულტეტი და ასწავლიდა იაპონურს.
რადგანაც ის უკვე იაპონურს ძალიან კარგად ფლობდა და საუბრობდა მან დაიწყო ასაჰის კულტურის ცენტრში ქართული ენის სწავლება . როდესაც ჩემი მეუღლე დაკავებული იყო , მე ვითავსებდი ქართული ენის სწავლების პროცესს მოსწავლეებისათვის.

―― და სადოქტორო კურსის დასრულების შემდეგ ასწავლიდით სხვადასხვა უნივერსიტეტებში ხომ?

იასუჰირო კოჯიმა სან:
დიახ. დოქტორანტურის კურსის დასრულების შემდეგ, 2010 წლიდან 2013 წლამდე, ვმუშაობდი მკვლევარად აზიური და აფრიკული ენებისა და კულტურების ინსტიტუტში, საყოველთაოდ ცნობილი როგორც AA-ken,  ტოკიოს უცხოური კვლევების უნივერსიტეტში, ქართულს ვასწავლიდი როგორც არჩევით საგანს. ასევე ვასწავლიდი ლინგვისტიკის გაკვეთილებს ჩუო გაკუინის უნივერსიტეტსა და სეიზენის ქალთა უნივერსიტეტში.

―― და ამის შემდეგ თქვენ ასევე მუშაობდით საქართველოში იაპონიის საელჩოში სპეციალისტ მკვლევარად.

იასუჰირო კოჯიმა სან:
ორ წლიანი გაცვლითი პროგრამის დასრულების შემდეგ დავბრუნდი იაპონიაში მაგრამ , მიუხედავად ამისა  ვაგრძელებდი საქართველოში ჩამოსვლას წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. გაცვლითი პროგრამების დასრულების შემდეგ 10 წელი ტოკიოში ვცხოვრობდი, მაგრამ მივხვდი, რომ საქართველოში კიდევ უფრო დიდხანს დარჩენა მინდოდა.

ამ პერიოდში შევიტყვე საქართველოში იაპონიის საელჩოში სპეციალისტი მკვლევრის პოზიციის არსებობის შესახებ , ჩავაბარე გამოცდა და საელჩოში 2013 წლიდან დაახლოებით ხუთი წელი ვიმუშავე.

―― საელჩოში მუშაობის შემდეგ, თქვენ დაიწყეთ მუშაობა მთარგმნელობით სფეროში, როგორც ახლა ხართ, არა ?

იასუჰირო კოჯიმა სან:
დიახ, 2018 წელს საელჩოში მუშაობის დამთავრების შემდეგ მქონდა იაპონიაში დაბრუნების შესაძლებლობა. თუმცა, საქართველოში თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი და ვფიქრობდი,, ამიტომ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი.

საქართველოს პირველი კინოფესტივალისთვის მზადება დაიწყო, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში გაიმართა. როცა სპეციალისტ-მკვლევარად ვმუშაობდი, ბატონი ტაკეჰიდე ჰარადა, რომელიც მაშინ Iwanami Hallში მუშაობა, დროდადრო ჩამოდიოდა საქართველოში კინოფესტივალისთვის მოსამზადებლად. აგვისტოში საქართველოს კინოფესტივალამდე ვაჩვენეთ რეჟისორ თენგიზ აბულაძის ტრილოგია “აღსარება” “ნატვრის ხე” და “ვედრება” ასე რომ, 2018 წელი დატვირთული იყო Iwanami Hall-ისთვის.

საელჩოში ჩემი მუშაობის დასრულების შემდეგ , ამ ფილმების სუბტიტრების შექმნაზე  მუშაობით ვიყავი დაკავებული. მაგრამ საქართველოს პირველმა კინოფესტივალმა წარმატებით ჩაიარა.  მეორე კი 2022 წელს ჩატარდა და Iwanami Hallზი დაიხურა. პირველზე 20 ფილმი იყო ნაჩვენები, მეორეზე კი 30 ფილმი. ასე რომ, 2021 წელი გავატარე მხოლოდ სუბტიტრების შექმნაზე.

2022 წელს ასევე გაიზარდა ინტერესი საქართველოს მიმართ. 2018 წელს ტოჩინოშინმა ჩემპიონობა მოიგო, ყველა ადგილი გაიყიდა რაც დიდი წარმატება იყო,იმაზე მეტად  ვიდრე ველოდი.

საქართველოს კინოფესტივალი 2022 ოფიციალური ვებგვერდიდან

―― და როგორც  ჩვენთვის ცნობილია, ახლა კი ემზადებით საქართველოს მე-3 კინოფესტივალისთვის.

იასუჰირო კოჯიმა სან:
ის 2024 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. სამწუხაროდ, Iwanami Hall დაიხურა, მაგრამ საქართველოს მე-3 კინოფესტივალი შიბუიაში იგეგმება.

―― რამდენი დრო სჭირდება ერთი ფილმის სუბტიტრების შექმნას?

იასუჰირო კოჯიმა სან:
ფილმზეა დამოკიდებული. ფილმების უმეტესობა დაახლოებით საათნახევარია და ზოგიერთს აქვს ისეთივე პატარა დიალოგი, როგორც 600 სტრიქონი, ზოგი კი 2000 სტრიქონს უდრის. კონცენტრირდებით შეგიძლიათ დაასრულოთ დაახლოებით 10 დღეში, მაგრამ რეალურად ამას ცოტა მეტი დრო სჭირდება, რადგან სხვა ბევრი დეტალიც  არსებობს.

―― რით განსხვავდება 2024 წელს დაგეგმილი საქართველოს მე-3 კინოფესტივალი წინა ფესტივალებისგან?

იასუჰირო კოჯიმა სან:
ქართული კინემატოგრაფის შემადგენლობაში შედის მრავალი მსოფლიოში ცნობილი შედევრი, რომელიც შექმნილია საბჭოთა კავშირის დროს, როგორიცაა “ფიროსმანი” და “აღსარება”და ა.შ საბჭოთა პერიოდში გადაღებული თითქმის ყველა ფილმი არის დაზიანებული, დეგრადირებული, ახლა კი საქართველოში ცდილობენ ციფრულად დაამუშავონ და აღადგინონ 4K.

ჩვენ ვმუშაობთ ქართულ მხარესთან რესტავრირებული ფილმის ჩვენებაზე.

პირველ ქართულ კინოფესტივალზე ნაჩვენები იყო არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდის ფილმები, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში გადაღებული შედარებით ახალი ფილმები.

საქართველოს მე-2 კინოფესტივალზე ძირითადად მხოლოდ ძველი ფილმები იყო ნაჩვენები.

მომავალ მე-3 ქართული კინოფესტივალზე ვგეგმავთ ძირითადად საბჭოთა პერიოდის ფილმების ჩვენებას. ჩვენ ვაჩვენებთ რამდენიმე ფილმს, რომელიც აქამდე იყო ნაჩვენები, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი მოწონება დაიმსახურეს, მაგრამ ასევე ვგეგმავთ მხატვრულ ფილმებს, რომლებიც აქამდე არ იყო ნაჩვენები ფესტივალზე, საქართველოსი ის ახლად ეხლახანს აღადგინეს და ძალიან საინტერესოა იაპონელებისთვის.

―― ერთი ფილმის არჩევა რომ მოგიწიოთ, რომელ ფილმს მირჩევდით?

იასუჰირო კოჯიმა სან:
ეს არის რეჟისორ ერდალ შენგერაიას ფილმი საქართველოში მას „შერეკილები“ ​​ჰქვია და არის კომედიაც ჟანრის შედევრი. გთხოვთ უყუროთ.

საქართველოს კინოფესტივალი 2024 ოფიციალური X-დან

―― და ბოლოს, მინდა გკითხოთ. თქვენ თითქმის 30 წელია მუშაობთ იაპონიასა და საქართველოს შორის, რა არის საჭირო ორი ქვეყნის დაახლოებისთვის?

იასუჰირო კოჯიმა სან:
როცა პირველად გაცვლითი პროგრამით ორი წელი ვსწავლობდი, საქართველოში სულ ოთხი იაპონელი იყო.

მეორეს მხრივ, იაპონიაშიც ცხოვრობდა ცოტა რაოდენობით ქართველები. იმ ქართველი ოჯახის გარდა ჰირაცუკაში, რომლებთანაც ვურთიერთობდი, იყო გეოლოგი ტეა გოდრაძე, რომელიც ცუკუბაში მუშაობა . ეს იყო 1999 წლის ახლო ხანებში.

მან გამაცნო ქართველი ლეჟავების ოჯახი, რომლებიც ცუკუბაში ცხოვრობდნენ (თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს ელჩი იაპონიაში). იმ დროს იაპონიაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა მცირე იყო და ნაკლები ურთიერთობა და კომუნიკაცია.

თავდაპირველად, საქართველოში ბევრმა იცოდა იაპონიის შესახებ. მეორეს მხრივ, იაპონიაში თითქმის არავინ იცნობდა საქართველოს.

მაგრამ შემდგომში, ტოჩინოშინის გამარჯვებამ, ქართული ღვინის პოპულარობამ, ქართული კინოს ფესტივალმა, ქართული მუსიკალური ანსამბლების კონცერტებმა, ელჩი ლეჟავას საქმიანობამ და სხვა მოვლენებმა გაზარდა ცნობადობა საქართველოზე იაპონიაში. ეს მისასალმებელი ტენდენციაა და მეც მინდა ამის გაგრძელება.

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ერთმანეთის კულტურის გაცნობა.

 ჩემი მხრივ, ვცდილობ შევიტანო წვლილი ქართული ლიტერატურის თარგმნითა და ქართული კინოს ჩვენებით იაპონიაში, რათა იაპონელებმა შეისწავლონ ქართული კულტურა.