【პროფილი】
საქართველოს კინოფესტივალის ორგანიზატორი. ილუსტრატორი და მხატვრული წიგნის ავტორი. 1974 წლიდან ის დაახლოებით 45 წელია ჩართულია მსოფლიო კლასიკის ფილმების ჩვენებებში ტოკიოს Iwanami Hall-ში. მის ნამუშევრებს შორისაა “მოგზაურობა ქართულ კინოში”, “მოხეტიალე მხატვარი ნიკო ფიროსმანი” და “მოხეტიალე წმინდა მხატვარი ფიროსმანი”.ის 2022 წელს საქართველოს მთავრობის მიერ კულტურული ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
―― პირველად რა გახდა თქვენი დაინტერესების მიზეზი ქართული ფილმების მიმართ?
ჰარადა ტაკეჰიდი სან:
1974 წლის ბოლოდან 2019 წლის თებერვალში პენსიაზე გასვლამდე ვმუშაობდი კინოთეატრში სახელად Iwanami Hall, რომელიც დაიხურა 2022 წლის ივლისის ბოლოს. Iwanami Hall-ის მიზანი იყო 60 ქვეყნიდან კლასიკური ფილმების აღმოჩენა და ჩვენება. მსოფლიოს გარშემო.
როდესაც დავიწყე მუშაობა, კონტრკულტურა ვითარდებოდა იაპონიასა და მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, იყო 1970 წლის უსაფრთხოების ხელშეკრულების პროტესტი, ამიტომ უნივერსიტეტების უმეტესობა დაიხურა და მე იშვიათად დავდიოდი სკოლაში, მაგრამ სამაგიეროდ დავდიოდი სხვადასხვა ადგილებში, რათა დამოუკიდებლად მესწავლა და გამოცდილება შემეძინა.
მე 20 წლის ასაკში დავიწყე ივანამი ჰოლში მუშაობა. იმ დროს ივანამი ჰოლის დასაწყისი, ახალი პერიოდი იყო, ამიტომ ძალიან დატვირთული ვიყავი. ძალიან ბევრს ვმუშაობდი ფილმების წარდგინებაზე. ძალიან მიყვარდა სეირნობა და ხატვა. ამ პერიოდში, ქალბატონი ეცუკო ტაკანო, იმ დროს ივანამი ჰოლის გენერალური მენეჯერი, მან შეამჩნია, რომ ჩემი სახე ბრწყინავდა, როდესაც პირველად ვნახე ფილმი “ფიროსმანი”. მან მითხრა: “მე ამ ფილმს შენ განდობ.” მაშინ მე 24 წლის ვიყავი.
თუმცა იმ დროს არც ინტერნეტი იყო და არც მასალები და ინფორმაცია საქართველოს შესახებ . მაშინ ის გავიგე რომ მას “გურზია” ერქვა და ენციკლოპედიებშიც კი იყო მხოლოდ 10 სტრიქონიანი აღწერა. ხოლო ფიროსმანის შესახებ ინფორმაცია მოძიება ძალიან რთული გახლდათ. თუმცა , შემიძლია ვთქვა რომ ფილმის ნახვის შემდეგ ჩემი ინტერესი უფრო მეტად გაღრმავვდა ფიორსმანი და საქართვრლოს მიმართ.
იმ პერიოდში ივანამი ჰოლში უცხოეთიდან პირველი სტუმარი რეჟისორი გიორგი შენგელაია ეწვია. დაინახა ჩემი აღტაცება ფიროსმანით, და მან მითხრა “თუ მართლა გინდა შეიცნო ფიროსმანი, უნდა იცოდე საქართველო”. ეს ფილმი შეიცავს ქართველი ხალხის ყველა ნამდვილ გრძნობას, ისტორიას, კულტურას და ენერგიას”. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ უფრო მეტად გაძლიერდა ჩემი ვიზიტის სურვილი საქართველოში.
――ფიროსმანის არსებობამ თქვენს გონებაში გიბიზგათ, რომ გემოგზაურათ საქართველოში არა ?
ტაკეჰიდე ჰარადა სან:
ძალიან დატვირთული ცხოვრება მქონდა ძირითად დროს სამსახურში ვატარებდი. იყო დღეები, როცა სახლში მხოლოდ დასაძინებლად ვბრუნდებოდი ხოლმე. იმ პერიოდში მეგონა, რომ კომპანია თაფლობის თვეზე წასვლის წინააღმდეგი არ იქნებოდა, ამიტომ თაფლობის თვე მოვიმიზეზე და მოსკოვის გავლით საქართველოში წავედი.
საქართველოში წასვლამდე წერილი მივწერე რეჟისორ გიორგი შენგელაიას, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი მიიღებდა თუ არა ფოსტას. როცა საქართველოს აეროპორტში ჩავფრინდი, რეჟისორი გიორგი შენგელაია და მისი შვილი ნიკუშა შენგელაია მელოდებოდნენ. გიორგი შენგელაიასთან ერთად ერთი კვირა გავატრე გავიცანი ქართელი ხელოვანი ადამიანები რომლებმაც მაზიარეს და გამაცნეს ქართული წესჩვეულებები, კულტურა და ხელოვნება. მაგალიათად ქართული სუფრის კულტურა, მრავალხმიანობა და ტრადიციული მუსიკა და ქართულ ცეკვა გასაოცარი გამოცდილება მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თაფლობის თვე იყო , ჩემი მეუღლის “ხელის დაჭერაც” კი ვერ მოხერხე. ისიც აღფრთოვანებული და მოჯადოვებული იყო საქართველოთი. გაოგნებული დავრჩით მრავალხმიანი ჰარმონიების მუსიკალური მშვენიერების სიღრმით და სუფრაზე სტუმრების გაერთიანების “თამადის” ოსტატობით.
გაოგნებული ვიყავი, რომ ასეთ პატარა ქვეყანას ჰქონდა ასეთი უნიკალური და ორიგინალური კულტურა. ამან გამიჩინა სურვილი გამეცნობინა საქართველოსა და ფიროსმანის ნახატები, რომლებიც თითქმის უცნობი იყო იაპონიაში. მოგვიანებით გავიგე, რომ იყვნენ საქართველოთი დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად, ისტორიის ექსპერტი ბ-ნი სეიჩი კიტაგავა, ენის ექსპერტი ბ-ნი ტადაო შიტომია და ხალხური მუსიკის მკვლევარი ბ-ნი მინორუ მორიტა. ასეთ ადამიანებთან მჭიდრო კავშირებით მიზნად ისახავდა ქართული კულტურის ინტეგრაციულად გაგებას და ქართული ფილმების გავრცელებას ივანამ ჰოლის მეშვეობით.
―― რამ განაპირობა ქართული კინოფესტივალის ორგანიზება?
ტაკეჰიდე ჰარადა სან:
რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვაჩვენებდით ქართულ ფილმებს პერიოდულად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მინდოდა ქართული კინოს ფესტივალის გამართვა, თავიდან ერთი ფილმი 30 კგ-მდე იწონიდა. მათი საქართველოდან ტრანსპორტირება და სუბტიტრების დამატება დიდი ბიუჯეტთან იყო დაკავშირებული, რაც ძალიან რთული იყო და ანელებდა და შეუძლებელს ხდიდა პროცესს სახსრების არ ქონის გამო. ახლა, ციფრული ფილმებით, ეს ძალიან მარტვია და შესაძლებელი.
პირველი ქართული კინოს ფესტივალის მოწყობის მოტივი იყო 2015 წელს, როდესაც „ფიროსმანი“ ხელახლა ვაჩვენეთ ივანამ ჰოლში. იმ დროს გიორგი შენგელაიას ვთხოვე, ერჩია ვინმე, ვისაც შეეძლო დაეწერა ქართული ფილმების იმდროინდელ მდგომარეობაზე.
მან რეკომენდაცია გაუწია კინოს ისტორიკოსს მარინა კერესელიძეს. როცა ხელნაწერის დაწერა ვთხოვე, მან მართლაც შესანიშნავი ნაწარმოები გამომიგზავნა, რამაც ღრმად აღმაფრთოვანა და ძლიერი სურვილი გამიჩინა რომ უფრო მეტი ქართული ფილმის აქტიურად ჩვენება შემძლებოდა.
მარინე კერესელიძე 2016 წელს გავიცანი, ზუსტად იმ დროს გადაწყდა ფილმების გადაღება, როგორიცაა „სიმინდის კუნძული“ და „მანდარინები“ და შევძელი ჩამეწერა ინტერვიუ რეჟისორებ : გიორგი ოვაშვილისა და ზაზა ურუშაძესთან.ამ პერიოდში შევხვდი მარინა კერესელიძეს და ვუთხარი ქართული კინოს ფესტივალის ჩატარების სურვილის შესახებ.。
მეგონა ქართული ფილმები საქართველოში არსებობდა. თუმცა, საბჭოთა პერიოდის ფილმების ორიგინალური ნეგატივები ძირითადად ინახებოდა მოსკოვის კინოარქივში და ბევრი დადებითი ანაბეჭდი დაზიანდა 2004 წელს საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად. მათი აღდგენა და გაციფრულება ადვილი არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყო აღდგენისა და დიგიტალიზაციის სამუშაოები.
2017 წელს დავუკავშირდი ქართული კინოს ცენტრის ხალხს და Iwanami Hall-ის მხარდაჭერით გადავწყვიტე შეძლებისდაგვარად დამეწყო ფესტივალის დაგეგმარება. მაშინაც კი, თუ ფილმებს ციფრულად მივიღებდით, სუბტიტრების დამატება ძალიან ძვირი ჯდებოდა, თუ კონტრაქტორები გააკეთებდნენ ამას.კაზუიუკი ოტანი სან, რომელიც ინდივიდუალურად მუშაობდა დიგიტალიზაციაზე, დათანხმდა დახმარებას ნაცნობების საშუალებით.
ამრიგად, მთარგმნელ იასუჰირო კოჯიმასთან და ციფრული ჩვენების მასალის შემქმნელ კაზუიუკი ოტანთან თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით ქართული კინოფესტივალის ორგანიზება. მეორე მხრივ, პრობლემა იყო ახალი ფილმების ჩვენება.
მაშინაც კი, თუ ქართველმა რეჟისორებმა თავისუფლად ჩვენება დაუშვეს, ახალ ნამუშევრებს უცხოური გაყიდვების კომპანიები ამუშავებდნენ, რაც მოლაპარაკებას მოითხოვდა. ამის მიუხედავად, ბევრს ვმუშაობდი, ყველას დამოუკიდებლად დავუკავშირდი, რომ ეს მომხდარიყო.
საბჭოთა პერიოდის კლასიკურ ფილმებთან დაკავშირებით, რეჟისორები და არქივის თანამოაზრეები საკმარისად მენდობოდნენ, რომ მეუბნებოდნენ: „გვინდა, რომ ჰარადას მსგავსი უფრო მეტი ადამიანი ყოფილიყო მთელ მსოფლიოში“. მეორეს მხრივ , მეც ბევრი გავაკეთე . სწორედ ასეთი თანამშრომლობით და ურთირთობის გამო შევძლეით ჩაგვეტარებინა პირველი ქართული კინო ფესტივალი იაპონიაში
მეორე ქართული კინოს ფესტივალი მას შემდეგ შედგა, რაც ივანამ ჰოლში დავტოვე. მიუხედავად იმისა, რომ Iwanami Hall-მა უზრუნველყო ადგილი, მე მაინც გავიღ ხარჯებს, რადგან მოგეხსენებათ ფესტივალისთვის მხოლოდ დარბაზი არ არის საკმარისი. მე გამოვიყენე ჩემი დანაზოგი და ჩემთის უცნობი სოციალური მედისს პლათფორმები პიარისთვის, რომ ეს განმეხორციელებინა.
პირველი ქართული კინოს ფესტივალი ორ კვირას გაგრძელდა, მეორე კი ოთხ კვირას გაგრძელდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გავიდა და დიდი წარმატება მოიპოვა. ადგილობრივი ჩვენებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცა რეჟისორებს, საავტორო უფლებების მფლობელებს და მათ ოჯახებს, რომლებიც ძალიან გაოცებულები და ბენიერები იყვნენ ამ ჟესტის გამო და თქვეს რომ “იაპონელები ძალიან გულახდილები არიან. მსგავსი რამ აქამდე არ განგვიცდია.”
―― გთხოვთ მოგვიყვეთ მესამე ქართული ფილმების ფესტივალის შესახებ, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის შემოდგომაზე
ტაკეჰიდე ჰარადა სან:
აღფრთოვანებული ვარ, რომ საბოლოოდ მხვდა წილად ის ბედნიერება განმეცადა რომ წარმეგინა ფესტივალზე რეჟისორი ღოღობერიძისა და რეჟისორ ელდარ შენგელაიას, გიორგი შენგელაიას ძმის რესტავრირებულ ნამუშევრები, ფილმები, რომელთა ჩვენება ყოველთვის მინდოდა. ჩვენ ვგეგმავთ სულ 40 ფილმის ჩვენებას, თითოეული ჩემი ფიქრებითა და გრძნობებით გაჟღენთილი.
―― თქვენ ამჟამად წერთ წიგნს სახელწოდებით “ქართული ფილმების ისტორია – თავისუფლება, ოცნება და ხალხი”. რა აზრები და იდები დგას ამ წიგნის უკან? რა არის თქვენი სათქმელი?
ტაკეჰიდე ჰარადა სან:
ახლა 70 წლის ვარ. დიდი ხნის მეგობრებისა და თანამშრომლების დაკარგვამ, მათ შორის რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, COVID-19 პანდემიის დროს დამიტოვა ღრმა დანაკარგის გრძნობა. რუსული კინომცოდნის, ტორუ ინუეს გარდაცვალება საბოლოო დარტყმა იყო. საბჭოთა ეპოქის შესასწავლად მისი თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო. სწორედ მაშინ, როცა საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს თანამშრომლობაზე ვსაუბრობდით, ის გარდაიცვალა.
მე მივხვდი, რომ შეიძლება არ მქონდეს ბევრი დრო დარჩენილი და ვიგრძენი საჭიროება დავწერო რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია. ბატონი კოჯიმას თანამშრომლობით, მე ვწერ ჩემს დაგროვებულ ცოდნას. ზუსტად ისე, როგორც ფიროსმანის გაგება მოითხოვს საქართველოს გაგებას, ქართული ფილმების გაგება მოითხოვს საქართველოს გაგებას. წიგნის შესავალი მოიცავს ქართული კულტურას, რელიგიას, ენას, ღვინოს და ისტორიას, ქართულ ფილმების დღევანდელ მდგომარეობას. ასევე მოიცავს პოლიფონიას, ქართული სამზარეულოს, თბილისსა და სუფრას – მნიშვნელოვან ინფორმაციას საქართველოსა და მის ფილმებზე.
იაპონელები აზროვნებენ იაპონური პერსპექტივიდან. მაგალითად, მათ ჯერ კიდევ არ ესმით ქართული ღვინის ისტორიისა და მნისვნელობის ბოლომდე. ქართველებისთვის ღვინო თითქმის მათი იდენტობის ნაწილია. გარდაცვლილის სუფრაზეც კი სადღეგრძელოში ძალიან ღრმა აზრია. ასევე, როგორ წინააღმდეგობას უწევდნენ კინორეჟისორები სტალინის ეპოქაში, წერილობით არ არის დაფიქსირებული, რადგან საბჭოთა ეპოქაში ამის დოკუმენტირება ვერ მოხერხდა. ქართველებმა ამაზე საუბარი სულ ახლახან დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ვარ და ღრმად არ ვარ გამოკვლეული, თავს ვალდებულად ვგრძნობ, დავტოვო წერილობითი ჩანაწერი.
―― როგორ ფიქრობთ, რა არის საქართველოს ხიბლი?
ტაკეჰიდე ჰარადა სან:
მე აღტაცებული ვარ საქართველოთი 46 წელიწადია 1978 წლიდან. როდესაც ვფიქრობ, რატომ ვარ ასე მოჯადოებული ამდენი ხანი, ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემთვის ჯადოსნურია. ამის გამოხატვა სიტყვებით ძალიან რთულია.
როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეწვია ივანამი ჰოლში 2019 წელს, მან თქვა: “საქართველო ხელოვნების ქვეყანად იქცა, რადგან ახლა ომი აღარ არის.” მე გავიგე მისი ნათქვამის ამნიშვნელობა. მიუხედავად უძველესი დროიდან რთული მდებარეობისა, საქართველო გადარჩა და გაუძლო. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველი ხალხის ბირთვში დგას ძლიერი კულტურული იდენტობა, რომელიც მოიცავს რელიგიას, ენას და წეს-ჩვეულებებს, რაც მათ საშუალებას აძლევს განმეორებით აღორძინდნენ.
რეჟისორ კოკოჩაშვილმა ერთხელ თქვა: “ქართული კულტურა უარესდება,” რაც ვფიქრობ, რომ სიმართლეა და ასევეა იაპონიისთვისაც. კინოთეატრები, როგორიცაა ივანამი ჰოლი და ადგილობრივი წიგნების მაღაზიები ქრება, და ვღელავ, თუ ეს მდგომარეობა ასე დარჩება, ნამდბილად არ იქნება კარგი მომავლისთვის , დაიკარგება ყველაფერი რაც შეიქმნა და გაქრება.
ვგრძნობ, რომ კულტურა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა განაგრძონ ადამიანობა, ქართველებმა გააგრძელონ ქართველობა. როგორც ამბობენ, ქართველების სიყვარული ქართული კულტურისადმი და სიმამაცე და გატაცება აგრძელებდა შედევრების შექმნას, მათ შორის ფილმებსა და ლიტერატურას, მიუხედავად საბჭოთა ეპოქის პოლიტიკური და სოციალური ჩაგვრისა, საამაყოა იყო ქართველი. მინდა ეს მესიჯი ფილმის საშუალებით გადმოიცეს.
რაც მომწონს საქართველოში ყველაე მეტად ეს არის ქართველი ხალხი. სიტყვებიც ამ ემოციის და დამოკიდებულების გადმოცემა ძალიან რთულია, ისინი არიან ძალიან გულწრეფელები და ნამდვილები, მათი ეს და სხვა მრავალი დადებითი თვისებები მხიბლავს და აღფრთოვანებას აღძრავს ჩემში.
―― თქვენ, როგორც ილუსტრატორმა, აღნიშნეთ, რომ თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა ქართველმა მხატვარმა ფიროსმანმა. თქვენ უყურეთ მასზე ფილმს. კონკრეტულად რა იყოს ის რამაც მოგხიბლათ ფიროსმანში?
ტაკეჰიდე ჰარადა სან:
მას შემდეგ რაც მე ფიროსმანის შემოქმედებას ვეზიარე, ის სამუდამოდ დარჩა ჩემს გონებაში და ჩემი შემოქმედების ინსპირაცია გახდა. ის საქართველოს იდეალურ მიწას ატარებს და უსასრულო წარსულიდან უსასრულო მომავლისკენ მიდის.
ქართველი ხალხი ყოველთვის მკაცრად და დინჯად გამოიყურება, მაგრამ როგორც კი გაიცნობ, და დაუახლოვდები, ძალიან მეგობრულები ხდებიან.ერთხელ ვთქვი, „ქართველები გულში ინახავენ უძველესი ქართული სამოთხის ხსოვნის ვარდის ეკლებს“. ქართველები ვარდს ეკალს ვერ აშორებენ, ამიტომ გრძნობენ, რომ, გარკვეული გაგებით, ქართული სამოთხის ოცნება მხრებით ატარონ.
მჯერა, რომ საჭიროა ამ გრძნობის დატოვება, როგორც ჩემი ცხოვრების პერიოდის და ნაწილი ჩემს დაწერილ წიგნში და ასევე მესამე ქართული ფილმის ფესტივალში.